ID ბარათი: საშიში წინასწარმეტყველება თუ ჩვეულებრივი ტექნიკური პროგრესი?!

გალერეა

3პირველი მატარებელი-ორთქმავალი რომ გამოიგონეს, მაშინ ადგილობრივ პრესაში წერდნენ, რომ მეორედ მოსვლა იყო დაწყებული და ეშმაკს “რკინის მანქანის” ფორმა ჰქონდა. ასევე მითქმა-მოთქმა იყო, რომ ამ ორთქლმავალში (რომელიც ავითარებდა 12 კმ-სთ სიჩქარეს მაქსიმუმ) ადამიანებს წნევა იმდენად ემატებოდათ, ადამიანი ვერ უძლებდა და სკდებოდა; რომ ეს იყო კაცობრიობის წინააღმდეგ მოგონილი და ა.შ. ზოგჯერ ეს ამბავი მახსენდება ID ბარათებთან დაკავშირებით. მართალია, სხვა ტექნოლოგიურ სიახლეებს ადვილად ავუღეთ ალღო, მაგრამ პირადობის მოწმობები ბევრად რთული თემა გახდა. ამ ბარათების მიუღებლობის მოტივაციას საზოგადოების ორივე მხარე თავის არგუმენტებს უპირისპირებს, ერთი მხარე წმინდანთა წინასწარმეტყველებას იშველიებს საფუძველად, მეორე მხარე კი თანამედროვე ტექნიკურ პროგრესს და დროითი მოთხოვნის პროდუქტების აუცილებლობას.

საზოგადოებაში ერთნი მეორეებს უწოდებენ „ბნელს“ და მეორენი პირველებს. დაპირისპირების კერას შეხედულებათა სხვადასხვაობა ქმნის. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, მიკროჩიპი ჩვეულებრივი თანამედროვე ტექნიკური საშუალებაა, რომელიც ინფორმაციას იანხავს, მისი გამოყენება ისედაც ფართოდ ხდება დღეს, მაგალითად მობილური კომუნიკაციების სისტემებში, საბანკო პროდუქტებში და ა.შ. ამდენად, ტექნიკური ცვლილება, ეს ითვლება სტანდარტად და საზოგადოების მოცემული ნაწილი მიიჩნევს, რომ მას ყველა უნდა ემორჩილებოდეს. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ბარათების საწინააღმდეგო შეხედულებების მქონე ადამიანები საფუძვლად წმინდანთა წინასწარმეტყველებას იღებენ და ამას გარდა, თვლიან რომ 100 000 ადამიანს არ უნდა დავაძალოთ ხელოვნურად ამის მიღება,  რადგან ეს მათ უფლებებს შელახავს (ცნობილია, რომ 100 000 ხელმოწერა ალტერნატიული საბუთისათვის უკვე შეგროვებულია). ამის პარალელურად, ცნობილია სინოდის პოზიციაც, რომლის მიხედვითაც ID ბარათები საშიშროებას არ წარმოადგენს, ეს წერია ოფიციალურ განჩინებაში.

ამ პროცესში ერთმანეთს უპირისპირდება სახელმწიფო სექტორის ინტერესები, უმრავლესობის ინტერესები და უმცირესობის ინტერესები. რა ქმედება შეიძლება გახდეს გამოსავალი?   Continue reading

არჩილ გამზარდია წმინდანის ნეშტის ამობრძანებაზე: მათ, ვისაც ეს პროცესი ან სულელების ან მეზღაპრეების ზეიმი ჰგონია და ირონიულად აფასებენ

გალერეა

281930_523797414313372_1185718095_nისეთ ბედნიერ დღეებში, როდესაც ადამიანებს აქვთ საშუალება წმინდანის ნეშთის ამობრძანების მომსწრე გახდნენ, მითუმეტეს შეხებისა, არ შეიძლება, რომ ეს სიხარული რამით იცვლებოდეს და წვრილმანებს აქცევდეს ყურადღებას.  არც ის შეიძლება, რომ რაიმესადმი ნეგატიური დამოკიდებულება თვითმიზანი იყოს ადამიანისათვის.

აი, რას ნიშნავს, როდესაც ზოგიერთი ადამიანის თვითმიზანი უბრალოდ ლანძღვაა ეკლესიისა და მორწმუნისა. წინა ჯერზე, როდესაც უამრავი ადამიანი მივიდა  წმინდანის საფლავზე, სტიქიური იყო პროცესი და გადალანძღა ზოგიერთმა იქ მისული ხალხიც და ეკლესიაც, ახლა როცა ორგანიზებული იყო, მშვიდი, საშვების არსებობაზე მაინც იგივეს აკეთებს ზოგი და ლანძღავს.

რაც შეეხება ზოგადად საშვების საკითხს, Continue reading

ეკლესია და საზოგადოება – ტელეინტერვიუ

გალერეა

obiektivi 18.02.14 1თემა: ეკლესია,  საზოგადოება და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები

18.02.14

 

გადაცემა იხილეთ ბმულზე:  http://www.obieqtivi.net/tv1.php?id=15800

Continue reading

ღია და გულწრფელი შეკითხვები სოციალურ ქსელებში გააქტიურებულ სასულიერო პირებს

გალერეა

me jkljkხშირად ყოფილა, რომ ქვეყანას მოღალატე გმირი ჰგონებია და გმირი – მოღალატე. კიდევ უფრო რთულია, როდესაც საკითხი სასულიერო პირებს შეეხება, მათი ქცევის მოტივაციასა და გამოხატულებაში ხშირად ჩვენთვის შეუცნობელია. ვინც მიუღებლად გვეჩვენება, შეიძლება წმინდანი იყოს და ვინც წმინდანად გვეჩვენება – შეიძლება მისი ანტიპოდი მედროვე აღმოჩნდეს. ყველაზე მთავარი საზოგადოებრივ კომუნიკაციებში ფასეულობაზე აგებული საზოადოებრივი კამპანიებია, რაც ჩვენ, ერისკაცებს პიროვნებათშორისი კომუნიკაციების ძირითად მახასიათებლებს გვაძლევს და გვაწვდის, ფასეულობებს ქვეყნის იდენტობისა და პიროვნების იდენტობის შეთანხმებისა.

Continue reading

სინოდისა და ეკლესიის მაგინებელი მღვდლის ილია ვაშაკიძის საკომუნიკაციო ფორმების თავისებურებები სხვადასხვა ნომინაციასა და ასპექტში

გალერეა

vashak-meვინც არ იცნობთ, გაიცანით – მღვდელი ილია ვაშაკიძე, ბოლო პერიოდში საქართველოს ეკლესიის მაგინებელი ტოპის ახალი ლიდერია. მისი თვიპრეზენტირებისა და პრომოუტირების ეფექტი მაღალი აღმოჩნდა, ის შენიშნეს და მას პერსონიფიცირების საშუალება მისცეს. მისი პოპულარობის ძირითადი სივრცე ინტერნეტი და სოციალური ქსელებია, რასაც მღვდელი ილია ვაშაკიძე საკმაოდ მოწადინებულადაც იყენებს, ისე, რომ  წამახალისებელი ლატარიებიც კი არ სჭირდება ამისათვის.

მაშ, ასე, წარმოგიდგენთ მღვდელ ილია ვაშაკიძის საკომუნიკაციო ფორმების თავისებურებებს სხვადასხვა ნომინაციასა და ასპექტში. Continue reading