“IRI-ს კვლევის მონაცემები მერობის კანდიდატებს საშუალებას აძლევს მეტად მოიწადინონ და მოიპოვონ საზოგადოების მხარდაჭერა”

გალერეა

1tv 31.01.14 1 - Copyთვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შესაძლო დანიშვნა იმაზე მიუთითებს, რომ ამომრჩეველი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, – ასე აფასებს კვლევის შედეგებს საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, არჩილ გამზარდია.

“ის რომ, გამოკითხვის ფარგლებში, რომელიღაც კანდიდატი 50%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას იღებს, არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავს იკავებენ პასუხებისგან, ამას დამატებული ადამიანები, რომლებსაც პოზიცია არ გააჩნიათ, რასაც ემატება ცთომილება, საერთო ჯამში არ ქმნის ისეთ ფონს, რომ პირდაპირი მოცემულობა ავიღოთ კვლევითი შედეგის მიხედვით.  ამიტომ, კვლევა აჩვენებს, რომ მეორე ტური შესაძლებელია გაიმართოს. მე ვფიქრობ, რომ Continue reading

“ხშირად, ახალგაზრდა კადრების საჯარო სამსახურებში ეშინიათ, რადგან ახალგაზრდები კონკურსის ჩამტარებლებზე უფრო კვალიფიციურები არიან”

გალერეა

news_14552 - Copyხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სამთავრობო უწყებებმა აქტიურად დაიწყეს რეორგანიზაცია და კადრების გადახალისება, რაც სპეციალისტთა აზრით, მოსალოდნელი იყო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვალიფიციურ კადრებს მაინც სანთლით ეძებს, რომელიც მისივე თქმით, ქვეყანაში არ არის.  სპეციალისტები კი აღნიშნავენ, რომ თუ მიდგომები არ შეიცვალა, კვალიფიციური კადრების პრობლემა მუდმივად იქნება.

არსებობს თუ არა რეალურად საჯარო უწყებებში ვაკანტური ადგილები და რამდენად აქვს ჩვეულებრივ მოქალაქეს იქ მოხვედრის საშუალება, ამ თემას “გურია ნუსმა” ცოტა ხნის წინ ორი სტატია მიუძღვნა ვაკანტური ადგილები, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს და ბლეფი, ანუ სახელმწიფო უწყებებში გამოცხადებული ვაკანსიები.

რა არის პრობლემა, აქვს თუ არა ქვეყანას კვალიფიციური კადრების ნაკლებობის პრობლემა და რა გზით უნდა გადაჭრას ის, ამ საკითხებზე “გურია ნიუსი””საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელ, ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ესაუბრა,  რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რის გამოც საჯარო უწყებები კვალიფიციურ კადრებს ვერ იღებენ. Continue reading

როგორ უნდა აწარმოოს PR კამპანია მერის კანდიდატებმა – ტელეკომპანია იმედი

გალერეა

imedi 11.03.14 115 ივნისი თვითმმართველობის არჩევნების დღეა. სანამ მოქალაქეები ჯერ კიდევ არ არსებულ კანდიდატებს დაუჭერენ მხარს, მანამდე პოლიტიკურ სუბიექტებს იმის გაგება სჭირდებათ, თუ როგორი მერი სურთ თბილისის მოქალაქეებს. საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, PR სპეციალისტი, არჩილ გამზარდია ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას, აცხადებს, რომ მერობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანიაში  უნდა აჩვენოს რამდენიმე ძირითადი ნიშანი, ესენია: Continue reading

სიძულვილის ენა

გალერეა

1tv 31.01.14 1 - Copyბოლო პერიოდში განსაკუთრებულად ხშირად ვისმენთ და ვადევნებთ თვალყურს პოლიტიკოსების თუ საზოგადოების მხრიდან გამოხატულ სიძულვილს. რამდენად ხშირად იყენებენ ქართველი პოლიტიკოსები სიძულვილის ენას? მომგებიანია თუ წამგებიანი სიძულვილის ლექსიკით გამოხატული ვერბალური კომუნიკაცია? ვინ ზარალდება ან ვინ იგებს ამით?

 სამწუხაროდ, ჩვენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი პოლიტიკოსების ვერბალური კომუნიკაციის სივრცე ძირითადად აგებულია სიძულვილის ენაზე. ეს განპირობებულია რამდენიმე მიზეზით, ერთი, ეს არის პიროვნული თვისებების დეფიციტი თავად პოლიტიკოსებში, მეორე, ეს არის საზოგადოებაში დღემდე ნეგატიური განცდების მნიშვნელოვნობა, რაც „გაყიდვებზე“ ანუ არჩევნებზე ორიენტირებულ პოლიტიკოსებს ამავე იმპულსებზე აგებინებს შეტყობინებებს, მესამე, ეს არის პოლიტიკოსების მხრიდან უთქმელობის გადაფარვისმცდელობა, საქმე იმაშია, რომ ჩვენში ძირითადად, კარიერაზე ორიენტირებული პოლიტიკოსები უფრო შეიმჩნევა, ვიდრე მოღვაწეობრივი და საზოგადოებისათვის სასარგებლოს ქმნადობის პრინციპზე, ეს ქმნის ერთგვარ ვაკუუმს შეტყობინებებში, პოლიტიკოსებს არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოებისათვის, ადამიანებისათვის, სიძულვილის ენა კი ერთგვარ „შემავსებლად“ ჩნდება საკუთარ გამოხატულებებში. ალბათ გვინახავს პოლიტიკურ თოქ-შოუებში, რომ ორ საათიანი გადაცემის შემდეგაც კი, ჩვენ, მაყურებლებს ვერ გამოგვიტანია აზრი, რა ჰქონდა სათქმელი ამა თუ იმ პოლიტიკოსსს ჩვენთვის, სინამდვილეში არც არაფერი და მთელი ეთერი გადატვირთულია ამ ხელოვნური ექსპრესიითა და აგრესიაზე აგებული ვერბალური შეტყობინებებით.

ძირითადი მისამართი პოლიტიკოსების მხრიდან გამოხატული აგრესიული შეტევებისა და სიძულვილის ენისა, ეს არის პირდაპირი ოპონენტები ანუ პოლიტიკური მხარეები და ასევე ის მხარეები, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ თვითგამოხატვას ბარიერად ექმნებიან. ეს არის, მაგალითად, საზოგადოების ის სეგმენტები, რომლებიც საკუთარ სამიზნე ჯგუფებად არ მოიაზრებიან, ვთქვათ, ე.წ. ლიბერალური ფრთის მხარის პოლიტიკოსები სიძულვილის ენას იყენებენ ე.წ. მორწმუნე საზოგადოებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ, ხოლო ე.წ. მორწმუნე პოლიტიკოსები სიძულვილის ენას იყენებენ ე.წ. ლიბერალური ფრთის ან მათი მხარდამჭერი საზოგადოებრივი სეგმენტების მიმართ.

საზოგადოების მისამართით გამოხატული სიძულვილის ენა უფრო კონკრეტულ ვიწრო აუდიტორიებზეა გათვლილი, მთლიანობაში საზოგადოებას კი პირფერული ფორმით მიმართავენ პოლიტიკოსები, რამდენადაც საკუთარი წარმატება არჩევითობაზეა ხშირად აგებული და საზოგადოებრივი შეხედულებები კონკრეტულ თანამდებობრივ წარმატებასაც განსაზღვრავს. ეს ამორფული მიდგომაა, რაც, ცხადია, შორსაა გულწრფელობისაგან და პოლიტიკოსებს ერთგვარ პარადოქსულ სიტუაციაში აქცევს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ამგვარი, თუნდაც ვერბალურად გამოხატულ პირფერულ „პოზიტივს“ საფუძვლად ასევე აგრესია და სიძულვილი უფრო უდევს.

ჩნდება შეკითხვა, როგორ მოქმედებს ეს მათ რეიტინგზე და თვლით თუ არა, რომ სიძულვილის ენის გამოყენება საზოგადოების ერთგვარი დაკვეთაა? – ჩვენი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გარემოს პარადოქსულობა იმაშია, რომ სიძულვილის ენა საზოგადოების ერთგვარი დაკვეთაა. ეს თავისებური ინდიკატორია პოლიტიკურ-საზოგადოებრივი განვითარების საჩვენებლად, რაც მეტია მოთხოვნა-მიწოდება სიძულვილის ენისა, მით ნაკლებად პროგრესულია გარემო. ამ მხრივ, ჩვენ, ნამდვილად სავალალო მდგომარეობაში ვართ. ამის კიდევ ერთი გამომწვევი მიზეზი პოლიტიკოსთან ნაკადების ძალიან საგანგაშო მახასიათებლებია. ჩვენი ხელისუფლებები და მათი მოწინააღმდეგეები, იმდენად, რამდენადაც საკუთარ ინტერესებსა და კარიერიზმზე უფრო არიან აგებული და მათი საზოგადოებრივი აქტიურობა „ხელისშემშლელთა“ მოშორებაზეა მიმართული, საზოგადოებასთან ურთიერთობის დროსაც, მათი მაქსიმუმი ამ ნეგატივის დაკმაყოფილებაა. ჩვენ, საზოგადოება, პოლიტიკურ არჩევანს ასევე სიძულვილზე ვაგებთ, რადგან უფრო მეტად ვიცით, ვინ არ გვინდა, და არა ის, თუ ვინ გვინდა. ამდენად, ძირითადად არასასურველის მოშორებაზე ვართ ორიენტირებულები და პოლიტიკოსებიც ამ „მოშორების“ პერსპექტივებზე აგებენ საკომუნიკაციო სტრატეგიებს. ეს ეფექტურია მხოლოდ „მოშორებამდე“, შემდეგ კი იწყება ვაკუუმი და კვლავ ახალი აგრესიის წყაროებზე მუშაობა, ასე ვიყავით პრეზიდენტ გამსახურდიასა და მისი პოლიტიკური მხარის მიმართ (მოვიშორეთ კომუნისტები), ასე იყო მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაშიც (მათ მოიშორეს შევარდნაძის ხელისუფლება), ასე ვიყავით ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ შემთხვევაშიც (მათ მოიშორეს სააკაშვილის ხელისუფლების ძირითადი ნაწილი). ამ პროცესში, ცხადია, ლიდერებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ, რადგან მათი ძირითადი პათოსი გადაედება შესაბამის პოლიტიკურ ჯგუფებს, პარტიებს, მხარდამჭერ საზოგადოებას და ამომრჩეველს.

რთული დაკვირვება არ დაგვჭირდება, რომ ევროპულ ქვეყნებში აღმოვაჩინოთ არა სიძულვილზე, არამედ საქმეზე ორიენტირებული ლექსიკა და ვერბალური კომუნიკაცია. ევროპული სივრცის საზოგადოებამაც და პოლიტიკოსებმაც მეტად იციან რა სურთ, როგორ უნდა მიაღწიონ, საზოგადოება და პოლიტიკური ჯგუფების სივრცე გახსნილია და ურთიერთკომუნიკაციურ რეჟიმში კონკრეტულ შედეგებზე არიან ორიენტირებულები. ცხადია, არსებობს იმედგაცრუებებიც, თუმცა, არც ამ შემთხვევაში ხდება განსაკუთრებულად რთული ამგვარი პოლიტიკური ლიდერებისა თუ ჯგუფების ცვლა. რამდენადაც საზოგადოებაც უფრო უკეთ ერკევა საკუთარ საჭიროებაში, პოლიტიკური მდგენელიც უფრო საქმიანი და კონსტრუქციულია, სიძულვილის ენა, ზოგადადაც ცუდ ტონად ითვლება და მრავალი ისეთი შეტყობინება, რომლითაც მაგალითად ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკოსი რატომღაც უფრო მაღალ შანსს ქმნის არჩევისათვის, იგივე ტიპის შეტყობინებები ევროპაში პოლიტიკურ სუბიექტებს კარიერას დაუსამარებდა.

 

გამოქვეყნებულია:

http://www.gurianews.com/2013-08-23-05-57-31/18517-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98.html

 

რუსული ნიუსმეიკინგი ანუ რუსული მედიაკომუნიკაციების პროპაგანდისტიკის მეთოდები და საშუალებები

გალერეა

21.02.14 reaqcia 4„ჩვენ ვხედავთ ნაცისტების, ნეონაცისტების, ანტისემიტების პარპაშს, ის რაც ახლა ხდება უკრაინის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის კიევში. თქვენ ალბათ ნახეთ, ერთ-ერთ გუბერნატორს როგორ მოექცნენ, როდესაც სიცივეში წყალი დაასხეს და შემდეგ სარდაფში აწამებდნენ. ეს რა არის? დემოკრატიაა ასეთი? სხვათა შორის, ეს ადამიანი ახლახან დაინიშნა გუბერნატორის თანამდებობაზე. სულ რომ ვივარაუდოთ, მთელი ხელისუფლება კორუმპირებულია, ამ გუბერნატორმა, დროის სიმცირის გამო, ალბათ ვერაფრის მოპარვა ვერც მოასწრო.“ – ეს გახლავთ ერთ-ერთი ციტატა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინისა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე პროცესების შეფასებას ეხებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პრეზიდენტის დამოკიდებულებები, მათ შორის კონკრეტული სიტყვითი კონსტუქციებიც პირდაპირ ირეკლება რუსულ საინფორმაციო საშუალებებში. ისინი იღებენ პროპაგანდისტული შეტყობინებების ფორმას და რეალიზდება რუსულ მასობრივ მედიაში.

მასმედია  მნიშვნელოვანია  იმ  რანგზე,  რომელზეც  Continue reading