ქმნის თუ არა პრეზიდენტი მარგველაშვილი ახალ დამოუკიდებელ პლატფორმას

გალერეა

21.02.14 reaqcia 4პრეზიდენტის გამოსვლა შეფასდა, როგორც სუსტი, მოუქნელი და … ლიდერის გამოსვლა, მაგრამ მე უფრო შევამჩნიე, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმა წარმოადგინა დღეს  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ არც მინისტრთა კაბინეტი იყო წარმოდგენილი, გამოაჩინა თავისი განსხვავება. მალევე თავის ტექსტში მან დაიწყო თავის უფლებებზე საუბარი, უფრო ფასეულობით სისტემაზე ააგო ტექსტი და თავის ხედვა წარმოადგინა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ  უფრო დამოუკიდებელი სტატუსით წარედგინა ის საზოგადოებას, ვიდრე მთლიანი სახელისუფლებო სივრცე.

გავითვალისწინოთ, რომ ბიოლო წელიწადნახევარში, როდესაც ხელისუფლება და მათი ძირითადი ოპონენტები ერთმანეთთან დავაში თუ გაერთიანებებში ატარებდა დროს, პრეზიდენტი მარგველაშვილი ემზადებოდა და არა მგონია, რომ თავისი ინტერესები ან პოლიტიკური ამბიციები არ გასჩენოდა. თუ ჩნდება შეკითხვა, ამით ხომ არ გამოვიდა ის ივანიშვილის ჩრდილიდან, ამას უფრო სამომავლოდ ვნახავთ, თუმცა მე მიმაჩნია, რომ არსებულ სახელისუფლებო სივრცეში ის გამოვიდა როგორც მათგან დამოუკიდებელი სუბიექტი, რომელიც ნაკლებად ასოცირდება მთელ „ქართულ ოცნებასთან“. არ დაგვავიწყდეს, რომ მას გვერდით საკმაოდ გავლენიანი პიროვნებები ჰყავს საკმაოდ ახლო ურთიერთობაში, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ასევე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, მან თავისი დამოუკიდებელი თამაში დაიწყოს, არა დამოუკიდებლად ბიძინა ივანიშვილისა, არამედ დამოუკიდებლად „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი კოალიციისა. ეს შეიძლება უფრო იყოს მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის მიერვე თავის მართულ სივრცეში ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სუბიექტის შექმნისა.

წყარო:

ჩანაწერი იხილეთ ბმულზე

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedihq&seekTime=21-02-2014%2023:48

დატოვე კომენტარი