როგორ ვეძებოთ წარმატებული და მოთხოვნადი პროფესიები

გალერეა

me jkljkდღეს საქართველოში ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადიმენეჯერის, ბიზნეს-ადმინისტრატორისა და ბიზნესის მართვის პროფესიაა, შესაბამისად, ამ სპეციალობებზე სწავლა და შემდგომ  უკვე დასაქმება მოსახლეობის, ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ნაწილის სურვილია. ყველაზე ნაკლებ ინტერესს მოქალაქეები ტექნიკური დარგებისადმი იჩენენ, დასაქმება კი მომსახურების  სფეროში არ სურთ.

მართალია, ამ დროისთვის მენეჯერის თუ ბიზნესის მართვის  სპეციალობა ყველაზე პოპულარულია და დასაქმების მსურველებიც  სწორედ ამ პროფესიებზეა, თუმცა, როგორც საზოგადოებრივი  კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს,  გამორიცხული არ არის, რომ მომავალში ეს პროფესიები ისეთმა  სპეციალობებმა ჩაანაცვლოს, რაც დღეს ფაქტობრივად, არაპოპულარულად ითვლება. „ჩვენ დღეს ვართ ცვალებად ეპოქაში. ამიტომ რომელი პროფესია როდის გახდება მოთხოვნადი, ვერ
განსაზღვრავს“, – ამბობს გამზარდია.

შრომის ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა კვლავ მენეჯერებზეა – ასეთი დასკვნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში ჩატარებული კვლევის თანახმად გაკეთდა. პირველ ადგილზეა მენეჯერი, რომელიც ბოლო ორი თვეა  ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, შემდეგ მოდის კონსულტანტი,  რომელიც თებერვალშიც მეორე ადგილზე იყო; მესამე პოზიციაზეა მოლარე (თებერვალშიც მესამე ადგილი);

შემდეგ კი ადგილები ასე განაწილდა: მიმტანი (თებერვალში  მეშვიდე პოზიცია); მეხუთე ადგილზეა ადმინისტრატორი (თებერვალში მერვე ადგილი); შემდეგ მოდის გამყიდველი (თებერვალში მეათე ადგილი), დამლაგებელი (თებერვალში არ იყო მოთხოვნად პროფესიებში), დისტრიბუტორი (თებერვალში მეოთხე ადგილი), პრისელერი (თებერვალში მეცხრე ადგილი); ხოლო ბოლო ადგილს იკავებს გაყიდვების აგენტი (თებერვალში არ იყო მოთხოვნად  პროფესიებში).

საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ არა მარტო აღნიშნული  კვლევით, არამედ სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული  გამოკითხვების შედეგად ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯერი  ერთ-ერთი წამყვან პროფესიად ითვლება.

„მენეჯერი არის ისეთი ტიპის პროფესია, რომელიც ყველა დარგში  აუცილებელია და ყველა დარგისათვის მნიშვნელოვანი წყაროა. თანამედროვე ეპოქაში ორგანიზაციას სჭირდება არა მხოლოდ დარგის სპეციალისტი, არამედ მეურნე, რომელიც სპეციალისტებისგან შემდგარ ჯგუფს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
შესაბამისად, დღეს მენეჯერი პირველი რანგის პროფესიაა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პროფესიაზე მოთხოვნა დიდია,  ასათვისებელი ადგილებიც ბევრია და კვალიფიციური კადრის ნაკლებობა მაინც აშკარაა. მართალია, ბევრი ამთავრებს ბიზნესის ადმინისტრირებისა თუ მის მონათესავე ფაკულტეტს, მაგრამ  მაინც პროფესიონალების დეფიციტია“, – აცხადებს გამზარდია.

მისივე თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სპეციალობებთან მიმართებაში გარკვეული სტერეოტიპები არსებობს, რომელიც მოდურ ტენდენციასთან ასოცირდება. იყო და დღესაც არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები არჩევანს აკეთებენ იმ პროფესიის მიხედვით,  რომელიც უფრო პრესტიჟულად ითვლება.

„წლების წინ პრესტიჟული იყო სამედიცინო მიმართულება,  აგრეთვე იურიდიული, საერთაშორისო სპეციალისობები. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი და ნაცმოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში მათ  ყურადღება გაამახვილეს არა ზოგადად გლობალური მიმართულების  სპეციალობებზე, არამედ უშუალოდ დარგების განვითარებაზე, აქცენტი გადავიდა ტექნიკური მიმართულების სპეციალობებზე; ანუ იმ დარგებზე, რომლებიც საქართველოში ტექნოლოგიური კუთხით სიახლეს  წარმოადგენდა“, – აღნიშნა გამზარდიამ.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ტურიზმი ერთ-ერთ წამყვან დარგად გამოაცხადა, იმავე პერიოდში პოპულარული გახდა ტურიზმის მართვის სპეციალობაზე სწავლა. იმავე პერიოდიდან დაიწყო
აქტიური მოთხოვნა ბიზნესის მართვაზე და ადმინისტრირებაზე.

me jkljk„არსებობს სპეციალობები, რომელთაც თავისი ადგილი უკავიათ საჭიროების შემთხვევაში. როგორც პროდუქტების ბაზარი, ასევე არსებობს პროფესიების ბაზარი. ამ ბაზარზე ყოველთვის არის დიდი კონკურენციაც. ამასთან, ადამიანმა შეიძლება ბაზარზე ისეთი მიმართულება აღმოაჩინოს, რომელიც დღეს შედარებით დაბალი
მოთხოვნით სარგებლობს. იმის გამო, რომ ჩვენ დღეს ვართ ცვალებად  ეპოქაში, რომელი პროცესია როდის გახდება მოთხოვნადი, ვერ  განსაზღვრავ.

არის ისეთი პროფესიები, რომლებიც ადამიანს ყოველთვის  შეუძლია გახადოს პოპულარული და ეს მოხდება მაშინ, როდესაც ის ამ  სფეროში მიაღწევს წარმატებას.

დღეს საქართველოში ისეთ პროფესიებზეა უკვე მოთხოვნა, რომლებიც სპეციალობების სახით არ არსებობს და ამას ჯერ არავინ არსად ასწავლის. მაგალითად, დროის მართვის სპეციალისტი – ამ სპეციალობაზე მოთხოვნა უკვე არის, მაგრამ საქართველოში ცალკე სპეციალობად მისი სწავლება არ ხდება. მეორეა – კრეატივის  მენეჯერი, რომლის სპეციალისტებსაც ასევე არსად ამზადებენ.  თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ორივე პროფესია უკვე
მოთხოვნადია ბაზარზე.

შეიძლება ვთქვათ, რომ ესა თუ ის პროფესია როდის გახდება პოპულარული, პრესტიჟული და წარმატებული, ამას მხოლოდ დრო  გვიჩვენებს”, – განაცხადა გამზარდიამ.

ავტორი: ელზა წიკლაური

წყარო: რეზონანსი

გამოქვეყნებულია:

http://pco.ge/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A/

2 thoughts on “როგორ ვეძებოთ წარმატებული და მოთხოვნადი პროფესიები

  1. Thаnks for yoսr personal marvelous posting! І definitely enjoyed reading іt, youu mіght bе a great author.Ι will maҝe sure
    tо bookmark your bblog and wіll come back later in life.
    І ѡant to encourage οne tto continue ʏoᥙr great posts, have ɑ nice holidcay weekend!

დატოვე კომენტარი