“ნაციონალების” ამომრჩევლებისთვის უგულავა მნიშვნელოვანი ავტორიტეტია და თუ მელიას მასთან ასოცირება მოხდება, ეს მომგებიანი ნაბიჯი იქნება”

გალერეა

pia 20.03.2014

თვითმმართველობის არჩევნებამდე თვე-ნახევარზე ცოტა მეტი რჩება. რამდენიმე პარტიამ არჩევნებზე გაერთიანებული ძალებით გასვლა გადაწყვიტა, ბლოკები შექმნეს და ერთიანი კანდიდატებიც დაასახელეს.

თბილისი მერობისთვის იბრძოლებენ – “ლეიბორისტული პარტიიდან” მსახიობი ასმათ ტყაბლაძე, კოალიცია “ქართული ოცნებიდან” რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი დავით ნარმანია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ნიკა მელია, “ბურჯანაძე დემოკრატებიდან”, რომელთანაც ქართული დასი და ქდმ ერთიანდება, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე, “ახალი მემარჯვენეებისა” და “თავისუფალი საქართველოს” ერთიანი კანდიდატი კი კახა კუკავაა. ეს არასრული სიაა.

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი კანდიდატების ნაწილს, მათ წარმდგენ პოლიტიკურ პარტიებთან არანაირი კავშირები არ ჰქონდათ. თუმცა, საზოგადოება მათ თავიანთი საქმიანობიდან კარგად იცნობს.
რამდენად იქონიებს ამა თუ იმ კანდიდატის პიროვნული რეიტინგი არჩევნების შედეგებზე გავლენას? წარსდგებიან თუ არა ისინი მხოლოდ თავიანთი რეიტინგებით და რა გავლენა შეიძლება იქონიოს პარტიის იმიჯმა მისი, წარსულში მასთან არ ასოცირებული, კანდიდატის რეიტინგზე?

საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ პერსონალიებისა და პოლიტიკური პარტიების რეიტინგები ერთმანეთზე გავლენას მოახდენს.

“ამ დროისათვის გვაქვს ასეთი მოცემულობა – საზოგადოება პერსონალიებზეა ორიენტირებული, მით უმეტეს საარჩევნოდ.

ავიღოთ ბურჯანაძის შემთხვევა, ის ცდილობს ალტერნატივის იმიჯის მორგებას, როგორც ეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გააკეთა. ლორთქიფანიძეს საზოგადოებაში აქვს ნიშა, რომ ის ტრადიციული ადამიანია და ბურჯანაძისთვის მომგებიანია, რადგან საიმიჯო პროცესებზეა ორიენტირებული. ის ნელ-ნელა ქმნის გუნდს, რომელიც თავის დროზე არ ჰყავდა. მან შეარჩია ისეთი პარტიები, რომლებიც ტრადიციულ ფასეულობებს აღიარებენ და ამ კუთხით ქმნიან ორიენტირებს.

ალტერნატივას ქმნიან “ლეიბორისტებიც”, როცა კანდიდატად ქალს ასახელებენ”, _ ამბობს გამზარდია.

რა ხდება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემთხვევაში და რამდენად წაადგენა პარტიას, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მისი კანდიდატის – ნიკა მელიას, ყოფილ მერ, გიგი უგულავასთან “სიახლოვე”, იქნება ეს “ბილბორდებზე” თუ სარეკლამო რგოლებში, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პარტიას  სწორი გათვლა აქვს.

“ამას ჰქვია ავტორიტეტზე ფიქსაცია. ისინი მუშაობენ იმაზე, ვინც მათი ელექტორატია. შესაბამისად, “ნაციონალების” ამომრჩევლებისთვის უგულავა მნიშვნელოვანი ავტორიტეტია და თუ მელიას მასთან ასოცირება მოხდება, ეს მომგებიანი ნაბიჯი იქნება.

ვისთანაც ეს მელიას ხელს შეუშლის, ის ისედაც არაა “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერი. ვფიქრობ, რომ კარგი და სწორი გათვლაა”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” გამზარდია და დასძენს, რომ მიუხედავად ყოფილი პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებისა, რომლის თანახმადაც ის გიორგი მარგველაშვილით კმაყოფილი არაა, საზოგადოება ამის გაიგივებას დავით ნარმანიასთან, არ მოახდენს.

“ამდენს საზოგადოება არ ფიქრობს. არ დაუწყებენ ცქერას იმას, ხომ არ გაუცრუებს ნარმანია იმედებს ივანიშვილს ისევე, როგორც მარგველაშვილი. რომელიც არც ვიცით სიმართლეა თუ უბრალოდ ურთიერთობები იყო მათთვის ამ ფორმით უფრო მისაღები.”

ავტორი: სალომე სიგუა

წყარო და მასალა სრულად: gurianews.com

Advertisements

2 thoughts on ““ნაციონალების” ამომრჩევლებისთვის უგულავა მნიშვნელოვანი ავტორიტეტია და თუ მელიას მასთან ასოცირება მოხდება, ეს მომგებიანი ნაბიჯი იქნება”

  1. jojoxeta

    შენ კაცი ხარ?შენ დამინგრიე ცხოვრება შენ გამღატაკე და გადამაგვარეე შე არაადამიანო!სვისი უბედურებით გინდა შენი ბედნიერება აიწყო?რას გიხდიან ეგეთ სული ეშმაკს რომ მიყიდე!აჩიკო!

  2. jul¶tktÃbullarna är redan klara :)Sv: det är egentligen bara kÃ¥lrot, man kokar den mjuk först och mosar den, blandar i nÃ¥gra ägg och kryddor och lite av kokevattnet för att den inte ska bli torr, sÃ¥ ska den stÃ¥ i ugnen minst en timme och sedan pÃ¥ eftervärmen, klart 🙂 och jättegottkramar

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s