“თბილისელობის ფილოსოფია”

გალერეა

Zveli tblisiისე, მცირედი განმარტებისათვის მინდა ვთქვა, რომ თბილისი თავის ფესვებში ერთ პატარა დასახლებას მოიცავდა, დღეს შემავალი ნაწილი თბილისისა ან ცალკე სოფლები იყო, რომელიც თბილისის საერთო სივრცეში მოექცა, ან კომუნისტების მიერ მოგვიანებით გაშენებული დასახლებები, მაგალითად,  ვაკე, ვერა, საბურთალო. ჯერ კიდევ 70-იან წლებში ავტობუსის ბოლო გაჩერება გმირთა მოედანის ტერიტორია იყო, ვერა და განსაკუთრებით ვაკე, საკმაოდ მიუდგომელი ადგილები იყო ტრანსპორტის კუთხით. მამიდაჩემთან ვაკეში გასვლა სულ გლობალურ პროცესად გვეჩვენებოდა, მარჯანიშვილიდან ადიოდა ავტობუსი, სადაც ასვლის შანსი იყო, რუსთაველზე კი გატენილი დადიოდა ტრანსპორტი და ისიც იშვიათად.

პერიფერიები, გლდანი, თემქა, მუხიანი, ვაზისუბანი, ვარკეთილი და ა.შ. საკმაოდ გვიან გაშენდა, ისინი საბურთალოს “ხრუშჩოვკებისგან” განსხვავებით, დიდ ოთახებსა და ნორმალური სიმაღლის ჭერს მოიცავდა, დაცული იყო ეკოსისტემა და ყოველ სახლს დასასვენებელი ეზო და გამწვანება გააჩნდა. გლდანი საინტერესო ისტორიის მქონე ტერიტორიაა, რასაც თუ გუგლში ჩახედავთ, მარტივად გაარკვევთ, თემქასა და სხვა მსგავს ადგილებზე მშვენიერი გვირილებით სავსე გორები და მინდვრები იყო და ა.შ.

ეთნოგრაფიული ტერმინი “თბილისელი” პრაქტიკულად არ არსებობს, თბილისელი – ეს არის რომელიმე ეთნოგრაფიული კუთხის წარმომადგენელი, რომელიც ცხოვრობს თბილისში. რამდენადაც ჩემი დიდი ბაბუა, ბაბუაჩემი, მამაჩემიც და მეც თბილისში ვცხოვრობთ, ამასთან ერთად, მე ვარ წარმომადგენელი იმ ეთნოგრაფიული ნაწილებისა, რომელიც ჩემშია წარმომადგენელი.

ჩემთვის, ისევე, როგორც სავრაუდოდ, ნებისმიერი საკუთარ კუთხეს მოცილებული ადამიანისათვის,ტრაგიკული უფრო ის არის, რომ არსებითად ჩემს ეთნოგრაფიულ სივრცეს ვარ მომწყდარი და რომ ის ისევე ორგანული არაა ჩემთვის, როგორც ჩემი წინაპრებისათვის, ამიტომ, ის, ვინც თბილისში ცხოვრობს, “თბილისელობის” განცდა სასიამოვნოცაა და ტკივილიანიც, რადგან ფესვებდაზიანებული ხესავითაა. ამიტომ, როგორც წესი, ამ შემთხვევაში ირონიულები არც და ვერც იქნებიან მათ მიმართ, რომლებმაც აჯობეს და საკუთარი კუთხურობაც შემოინახეს.

ჩემი წინაპრების საფლავები თბილისშია, მაგრამ სიხარულით წავიდოდი მათ საფლავებზე, მაგალითად, სამეგრელოში რომ ყოფილიყო. მთელი ბავშვობა განვიცდიდი, რომ, თუნდაც მამაჩემის მშობლები სოფელში არ მხვდებოდნენ და სოფელში არ ვბრუნდებოდი მათთან, ჩემი დასასვენებელი ვოიაჟები აღმოსავლეთ ნაწილს მოიცავდა, სადაც მეორე ბაბუა მაშინდელმა ხელისუფლებამ გაუშვა სამუშაოდ რეგიონისათვის უმაღლეს თანამდებობებზე და შერჩა კიდეც ცხოვრების ბოლომდეც.

ოთხი წლის წინ მეღირსა და შევიძინე მიწა, სადაც პატარა სახლიც ჩავდგი და რამდენიმე წელი მისი ვალის გადახდაში ვიქნები, ეს გამორჩეული სიხარულია, რომ მე მხოლოდ ამის შემდეგ შევიგრძენი სრულფასოვნად თავი, როდესაც ცნება ჩემი სოფელი თუ აგარაკი გაჩნდა ჩემი ოჯახის ყოველდღიურობაში და ყველა შესაძლებლობას სიამოვნებით ვიყენებ, თუ კი ჩემს სახლს ვუბრუნდები და ჩემს მიწაზე ვმუშაობ.

ეს ჩემი აზრია იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც სააღდგომოდ თბილისის დაცლასა თუ ავტობანზე შექმნილ საცობებს ეხება. მიხარია მათ ნაცვლად, ვისაც წასასვლელი აქვს, ჩავა სოფელში, მთელ სანათესაოს და სამეზობლოს მოივლის, საფლავზე გასულს ყველა გარშემომყოფი ახლობელი ეყოლება და სააღდგომო სიხარულს ტკივილიან საფლავზე ერთიანად მოივლიან. თბილისელობა ხომ მაშინ არის მხოლოდ სრულფასოვანი, როდესაც შენი ფესვები შენთანაა.

 

არჩილ გამზარდია

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s