“ერთი მხარის მიმართ ანტიდისკრიმინაციული მიდგომა მეორე მხარის დისკრიმინაციაში არ უნდა გადაიზარდოს, თუ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა არასწორი მექანიზმებით იქნება გააზრებული, ის დისკრიმინაციის საფუძველი გახდება”

გალერეა

„ანტიდისკრიმინაციული კანონის გამომწვევი მიზეზების 1 jkljklმიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მისი ფუნქცია უნდა ყოფილიყო ის, რომ სახელმწიფო უფრო მეტად გახდეს გარანტორი იმ სივრცეების მიმართ, რომელნიც შესაძლოა გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი,“ – ამის შესახებ საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „რეპორტიორის“ პრესკლუბში განაცხადა. გამზარდიას თქმით, „სამწუხაროდ, ჩვენთან არის ტენდენცია ისეთი, რომ მთელი რიგი კანონპროექტები არსებითი განხილვების გარეშე მიმდინარეობს, ფორმალური უფროა ეს განხილვები, მათი შინაარსობრივი მართვა კი არ ხდება, როგორც მათ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი უწევს რეკომენდაციას და ასეთ რამეს უჩივის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს არის გასათვალისწინებელი ფაქტორები, თორემ სახელმწიფო, სასურველიც არის მეტად ჩაერთოს და უფრო მნიშვნელოვან როლი შეასრულოს გარკვეული ჯგუფების დაცვის საკითხში. მათ შორის, არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ ამ ჯგუფების დაცვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში აიღოს თუნდაც პატრულმა თავის თავზე (ვგულისხმობ საზოგადოებრივ კამპანიებში) და მეტად სახელმწიფო ვერ ჩაერიოს, ეს თავისთავად არასწორი და არასაკმარისია.“

არჩილ გამზარდია „უცნაურად“ აფასებს გარკვეული ჯგუფების მიდგომას, რომლის მიხედვითთითქოსდა სავალდებულო გახდება ერთსქესიანთა „ჯვრისწერა“. „ერთსქესიანთა „ჯვრისწერა“ ან რელიგიური ინსტიტუტების მხრიდან მათი ცნობა და ა.შ. ცოტა უცნაური მიდგომაა, რომელსაც მე არ ვიზიარებ, რადგან რელიგიური ინსტიტუტები სრულიად დამოუკიდებლები და თავისუფლები არიან თავიანთ შეხედულებებსა და ქმედებებში, ამიტომ მათ გარკვეული რიტუალიზაცია შეუძლიათ მხოლოდ თავის ნების მიხედვით გადაწყვიტონ და ამაში ვერც ჩაერევა სახელმწიფო.“

ანალიტიკოსი ლგბტ პირების ურთიერთობების ფორმალიზაციის შესაძლებლობებზე აცხადებს, რომ საკითხი სამომავლოდ არსებითი განხილვის საგანი გახდება. „რაც შეეხება მათი ურთიერთობის კანონიზაციას, ეს არსებითი განხილვის საკითხია, რადგანაც თუ კი საქართველო აღიარებს ლგბტ ადამიანების ურთიერთობების უფლებას, მაშინ მათ უნდა მიიღონ ურთიერთობების რეგისტრაციისა და დაკანონების უფლებაც, ეს სრულიად ლოგიკური პროცესი და ლოგიკური ჯაჭვია. ცხადია, ამ შემთხვევაში, განხილვის საგანი შეიძლება იყოს რა შეიძლება ეწოდოს ამგვარ ურთიერთობას, ან რა უფლებები უნდა გააჩნდეს ამ რეგისტრირებულ ერთიანობას, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეს იმის გარანტიებიც, რომ მათი ურთიერთობების კანონიზაცია შესაძლებელია ანუ ისეთის, რაც მათ შორის გარკვეულ იურიდიულ ასპექტებს დაარეგულირებს, მათ ფორმალურ ვალდებულებებს, სამემკვიდრეო თუ სხვა მხარეს პირებს შორის.“

არჩილ გამზარდია ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მეორე მხარეზეც მსჯელობს, „ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ფუნქცია ყველა მხარის ინტერესის დაცვაა, მათ შორის, ცხადია, ვგულისხმობ, რომ ერთი მხარის მიმართ ანტიდისკრიმინაციული მიდგომა მეორე მხარის დისკრიმინაციაში არ უნდა გადაიზარდოს, თუ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა  არასწორი მექანიზმებით იქნება გააზრებული, ის დისკრიმინაციის საფუძველი გახდება. ამდენად, ერთია, საზოგადოებაში არსებული ჯგუფებისათვის ანტიდისკრიმინაციული ფონის შექმნა და მეორეა მათ შორის, საზოგადოების სხვა შრეებისათვისაც ანტიდისკრიმინაციული პირობების უზრუნველყოფა, მათ შორის რელიგიური ინსტიტუტებისა და მათი წარმომადგენლებისათვის ანტიდისკრიმინაციული პირობების უზრუნველყოფა, სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუციები არ და ვერ უნდა ჩაერიონ რელიგიური ინსტიტუტების მუშაობაში და ვერავინ უნდა აიძულოს ან რელიგიური რიტუალები მოახდინონ მათთვის ან მისაღებად აღიარონ სოციალური ჯგუფების ესა თუ ის ქცევა, ასევე კანონმა უნდა უზრუნველჰყოს ამ ინსტიტუტების დაცვაც დისკრიმინაციისაგან, თუნდაც მათი ოპონენტური მხარეების  მიერ.“

„მთლიანობაში ფაქტია, რომ ამგვარი კანონი ქმედითი ინსტრუმენტებით აუცილებლად უნდა იყოს მიღებული და მისი შინაარსის მართვაში არსებითად უნდა იყოს ჩართული ის მოწინააღმდეგე მხარეებიც, რომლებსაც სხვადასხვა ხედვა აქვს, თუ რას ნიშნავს დისკრიმინაცია ან ანტიდისკრიმინაციული ქმედება და შესაძლოა შემდგომ, გარკვეული მექანიზმი შეიქმნას, რომელიც სახელმწიფოს, სხვადასხვა ინსტიტუციასა და მათ მიმდევრებს, კონკრეტულ ადამიანებს – ინდივიდებს, უმცირესობების ჯგუფებს, უმრავლესობების ჯგუფებს შორის გაავლებს ზღვარს, რამაც უნდა უზრუნველჰყოს მხარეთა უფლებების რეალიზაცია დემოკრატიულ ქვეყანაში, ისე, რომ არცერთი მხარე დაჩაგრული ან შეურაცხყოფილი არ აღმოჩნდეს.“ – აცხადებს არჩილ გამზარდია.

წყარო:

http://pco.ge/%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%93/

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s