„თუკი საქართველოს ხელისუფლება თავის რეიტინგში დარწმუნებულია, მაშინ ე.წ. მაიდანზე საუბარი არაადეკვატურია“

გალერეა

IMG_5885“საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელის, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტ არჩილ გამზარდიას განცხადებით, შს მინისტრის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები „მისაღები და ადექვატური ვერც ერთ კონტექსტში ვერ იქნება“.

“ზოგადად, როცა ჩვენს ქვეყანაში ვინმე საფრთხეებზე ლაპარაკობს, ეს ყოველთვის უფრო რეალისტურტია, ვიდრე საჯაროდ გამოთქმული პოზიტიური მოლოდინები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საფრთხე შეიძლება, რეალისტურიც იყოს, მაგრამ დესტაბილიზაციის წყაროდ ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან უფრო ჩანს ე.წ. პრორუსული ძალები – ისინი უფრო მეტ დესტაბილიზაციას ქმნიან მოცემული მომენტისთვის“, – განუცხადა „Frontnews“–ს გამზარდიამ.

ამასთან, მისი თქმით, „მსგავს განცხადებებს შეიძლება, ალეთებდნენ პოლიტიკოსები, შს მინისტრი კი პირიქით, უნდა ამბობდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, კანონის ფარგლებში, რომ მოქალაქე დაცულია, კანონიც იქნება დაცული. ჩვენს შემთხვევაში კი შს მინისტრი თავად თესავს პანიკას, რაც მიუღებელი და გაუგებარია“.

„სახელმწიფო არის სახელმწიფო, ჰყავს ხელისუფლება, შს სამინისტრო და ის ვალდებულია, ყველანაირი პროვოკაციისაგან დაიცვას მოქალაქე. ამიტომაც შს მინისტრის მხრიდან შველის რეჟიმში გაკეთებული განცხადება, „გვიშველეთ რამეო“ საუბარი პირადად ჩემთვის გაუგებარია. არ მგონია, ადრესატი სწორად იყოს შერჩეული. ამგვარი მესიჯის ოფიციალური რეალიზაცია შს მინისტრის მხრიდან პირადად მე გონივრულ და ადექვატურ აქტად არ მიმაჩნია“, – განუცხადა “Front News”-ს გამზარდიამ.

რაც შეეხება უკრაინის მაიდანთან გავლებულ პარალელებს, მისი თქმით, „თუკი საქართველოს ხელისუფლება თავის რეიტინგში დარწმუნებულია, მაშინ ე.წ. მაიდანზე საუბარი არაადექვატურია“.

“მაიდანი – ეს იყო მასობრივი აქციები და თუ საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია საკუთარ რეიტინში, რაზე უნდა იყოს საუბარი?! შეიძლება, მაქსიმუმ, გამოვიდეს რამდენიმე ათეული ან ასეული ადამიანი და თუ სახელმწიფო ამას ადექვატურად, კანონის საფუძლევზე აღკვეთს, მაშინ ამას არანაირი გაგრძელება არ მოჰყვება. თუ ასეა საქმე, მაშინ, ჩემი აზრით, ამაზე საერთოდ არ უნდა ლაპარაკობდნენ“ – განმარტა გამზარდიამ.

ამასთანავე, მისი თქმით, „შს მინისტრი არ უნდა საუბრობდეს, ევრომაიდნელების ჩამოყვანაზე, რადგან ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მარტივად გასაკონტროლებელია, თუ ვინ სად ჩადის და როდის“.

„პირველ რიგში, თუკი ჩავთვლით, რომ ვინმემ შეიძლება, ჩამოიყვანოს სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც დაეხმარებიან გარკვეულ ძალებს დესტაბილიზაციაში, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ყველაფერი ფიქსირდება, დაწყებული აეროპორტიდან და სხვა სასაზღვრო ადგილებიდან. ეს არ არის ისეთი უზარმაზარი სახელმწიფო, სადაც მილიონიანი აქციები შეიძლება, ჩატარდეს და იმ ადამიანებში ძნელი იყოს იმის გარკვევა, ვინ რას წარმოადგენს, ვინ რისი მოქალაქეა და ა.შ. თეორიულად, შეიძლება, ევრომაიდანზე ყველანაირი ადამიანი იყო და მათ შორის შეიძლება, მოვიძიოთ რადიკალებიც, მაგრამ რისთვის არის სახელმწიფო და რა ფუნქციას ასარულებს, თუკი, როგორც მინიმუმ, ზუსტი რეაგირების ნორმები არ იქნება?! ამიტომ შს მინისტრის მხრიდან ეს ცოტა წინდაუხედავ და უფრო პანიკის მთესავ განცხადებად მეჩვენება. თუ შს მინისტრი და მისი უწყება ხელისუფლებაში მოწოდების სიმაღლეზე დგანან, არ შეიძლება, მათ გარეშე საქართველოში ჩამოვიდეს ვინმე. ჩემთვის გასაგებია მესიჯი, რომ გარკვეული ჯგუფები შეიძლება, დაინტერესებულები იყვნენ არეულობით და დესტრუქციული ქმედებებით, თუმცა როცა ამას შს მინისტრი აცხადებს, ეს მიუღებელია“, – განაცხადა გამზარდიამ.

ცნობისთვის, საქართველოს შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, „ის, ვინც შეეცდება დესტაბილიზაციის მოხდენას და კანონის დარღვევას, უმკაცრესად დაისჯება!“.
ამის შესახებ მან გაზეთ “პრაიმთაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„დიახ, არის ასეთი ინფორმაცია. მათ სურთ რაღაც ზონდერ-ჯგუფების ჩამოყალიბება. შესაძლოა მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება. არის ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან, გამოიწვიონ ქვეყანაში აურზაური და ეს კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაამყარონ. მე მგონი, ამას თვითონ საზოგადოება არ დაუშვებს, რადგან დღეს ქვეყანა დგას სწორ გზაზე. მთავარი პრობლემა, რაც გააჩნია საქართველოს, არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მერწმუნეთ, საქართველოს მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის დაძლევის მიზნით. ოპონენტებს, რა თქმა უნდა, ექნებათ არეულობის მცდელობები, მაგრამ ეს არის მხოლოდ მათი სურვილი და ასეთ იდეებს რეალობაში განხორციელება არ უწერია. მეტსაც გეტყვით, მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდნის აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ თავიანთმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაბრალდეს ხელისუფლებას. იგეგმება, გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობიზილებას მოახდენენ. მე მჯერა, რომ ჩვენი ოპონენტები თავადვე მიხვდებიან, რომ ეს არ არის ის გზა, რომელიც ქვეყანას, ან ნებისმიერ ჩვენგანს რაიმე სიკეთეს მოუტანს“ – განაცხადა ჭიკაიძემ.

კითხვაზე, რა პრევენციული ღონისძიებები ტარდება ამ მიართულებით, მინისტრმა განაცხადა, რომ „დღეს შსს არ არის ის უწყება, რომელიც სურვილების და იდეების გამო, რა გინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს, დაიწყებს დაჭერებს“.

„მათ აქვთ თავისუფლად საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ ჯგუფები, რომლებიც ეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენას, ხალხისა და ოპონენტების ცემას, რათა ეს ყველაფერი მერე სახელმწიფოს დააბრალონ, უმკაცრესად იქნებიან დასჯილი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, არ დავუშვათ ქვეყანაში დესტაბილაზაცია და აღვკვეთოთ ყოველგვარი მსგავსი ქმედება. მათ, პირველ რიგში, საზოგადოება უპასუხებთ და გაცილებით მკაცრად. საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი სისხლი დაიღვარა. ეს ხალხს აღარ სჭირდება, ხალხს სჭირდება სიმშვიდე და ნორმალური განვითარება“ – დასძინა მინისტრმა.

წყარო: ინგა მურუსიძე, frontnews.ge

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s