მერობის მსურველები და მათი შანსები

გალერეა

PCRDC - დირექტორიარჩევნებამდე ორი თვით ადრე თბილისის მერობის ძირითად მსურველთა ვინაობა უკვე ცნობილია. მმართველი გუნდის კანდიდატ დავით ნარმანიას ოპონირებას “ნაციონალური მოძრაობიდან” მთაწმინდა-კრწანისის გამგებელი ნიკა მელია, გაერთიანებული ოპოზიციიდან დიმიტრი ლორთქიფანიძე, “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა, “ლეიბორისტული პარტიიდან” კი მსახიობი ასმათ ტყაბლაძე გაუწევენ.

 

თბილისელი ელექტორატის ლოგიკა

 

ცნობილი ფაქტია, რომ ქართული საზოგადოებისთვის ცალკეული ლიდერების გაფეტიშება, მათი მხსნელებად წარმოდგენა და შემდგომ მათდამი ფანატიკური ერთგულება, ოცნებების დამსხვრევებამდეა დამახასიათებელი. ამის გათვალისწინებით პიარტექნოლოგები და პოლიტოლოგები “მთელ კვირასთან” საუბრისას ვარაუდობენ, რომ ამ არჩევნებზეც საზოგადოება არჩევანის არა კანდიდატის ქმედითუნარიანობაზე დაყრდნობით, არამედ იმის მიხედვით გაკეთებს, თუ რომელი პარტია დგას მის უკან. უფრო კონკრეტულად კი მთავარი განსაზღვრელი ამ არჩევნებზეც, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი იქნება. ამ ლოგიკაზე დაყრდნობით გამარჯვების ყველაზე რელაური შანსი ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ნარმანიას აქვს. რაც შეეხება მეორე ადგილს, ექსპერტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მეორე ადგილზე გასვლის ისევ “ნაციონალური მოძრაობა” შეძლებს, არასაპარალამენტო ოპოზიციიდან კი პროცენტულად ხმების მოგროვების ყველაზე დიდი შანსი დიმიტრი ლორთქიფანიძეს აქვს.

 

რაც შეეხება ყბადაღებულ თბილისელობას, პოლიტოლოგები ამბობენ, რომ ეს კონკრეტული ჯგუფის მიერ წამოწეული თემაა, რომელიც თბილისში მცხოვრებ უფრო დიდი მასების, ე.წ. “ჩამოსულების” გაღიზიანებას იწვევს. “მთელ კვირის” რესპონდენტები ერთხმად თანხმდებიან იმაზეც, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დაბალი აქტივობა იქნება.

 

დავით ნარმანია

არჩილ გამზარდია  ფიქრობს, რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით მკაფიოდ გამოვეთილი ლიდერი ამ ეტაპზე არ ჩანს, შესაბამისად ნებისმიერი კანდიდატისათვის სწორად წარმოებული წინასაარჩევნო კამპანია შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

 

“საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ანტინაციონალია, მაგრამ ამასთანავე მეორე ნაწილი არსებული ხელისუფლების მუშაობითაც იმედგაცრუებულია. ერთ ნაწილს პრეტენზიები არასაპარლამენტო ოპოზიციის არაერთიანობის გამო აქვს, ეს მახასიათებლები მართალია თავისი არსით ნეგატიურია, თუმცა, მეორეს მხრივ დინამიურ და საინტერესო ფონს ქმნის საიმისოდ, რომ საზოგადოებისადმი პოზიციონირება თითოეულმა კანდიდატმა შეძლოს. მერობის თითოეულმა მსურველმა შესაძლოა გარკვეული ჯგუფის კონცენტრირება მოახერხოს.

 

“თუმცა სივრცე მაინც გახსნილია ისეთი ორი მნიშვნელოვანი კანდიდატისთვის, როგორიცაა “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” კანდიდატი, საზოგადოების ძირითადი ნაწილის ყურადღება მაინც მათზეა ფოკუსირებული, ამიტომ მათი შანსები ყველაზე მაღალია “ – ფიქრობს გამზარდია.

 

ნიკა მელია

არჩილ გამზარდია “მთელ კვირასთან” საუბრისას “ქართული ოცნების” იმიჯის დაცემის ხარჯზე “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერებაზე საუბრობს და ამბობს, რომ სწორად ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯზე, შესაძლოა ამომრჩევლის საარჩევნო ყუთებთან მიყვანა “ნაციონალებმა” უფრო მოახერხონ.

 

“მიუხედავად იმისა, რომ მათი მოწინააღდეგეების რაოდენობა ისევ დიდია, ვფიქრობ, საარჩევნო ყუთებთან ამომრჩევლის მობილიზებას ისინი უფრო მოახერხებენ, რამაც შეიძლება გადამწყევტი როლი შეასრულოს. არ გამიკვირდება, რომ თბილისის მერად თუ არა, სხვა დანარჩენ ოლქებში “ნაციონალურმა მოძრაობამ” მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს. ვვაუადობ, რომ ამ არჩევნებზე აქტივობა იქნება დაბალი და ამ დაბალ აქტივობაში ვინც აუდიტორიასთან უფრო ეფექტურად იმუშავებს, სწორედ მისი ამომრჩეველი მივა არჩევნებზე.

 

“თეორიულად იმის შანსი, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია მეორე ადგილზე გავიდეს არსებობს, მაგრამ პრაქტიკულ დონეზე ვვარაუდობ, რომ პირევლ და მეორე ადგილებს ისევ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” გადაინაწილებს. ” – აცხადებს გამზარდია.

 

დიმიტრი ლორთქიფანიძე

გამზარდიას აზრით,  ლორთქიფანიძის ამომრჩეველი ე.წ. ტრადიციული, მორწმუნე ტიპის საზოგადოებაა, რომელიც ქვეყანაში არც ისე მცირე რაოდენობით გვევლინება. ამის გათვალისიწნებით კი მას ხმების აკრეფვის რესურსი გააჩნია.

 

“გასათვალისიწნებელია ისიც, რომ წინა არჩევნებზე ბურჯანაძე ყველაზე ალტერნატიულ კანდიდატად მოიაზრებოდა, მათ გარკვეული ფინანსური რესურსებიც გააჩნიათ, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის საიმისოდ, რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ.

 

“ქართველ ამომრჩეველს კი ზოგადად აქტიური პიროვნებები უყვართ, ხშირად რა დევს მათი ნათქვამის შინაარსის მიღმა არ უკვირდებიან. იმის გამო, რომ ჩვენ უფრო სნობური ტიპის საზოგადოებას მივეკუთვნებით “ფეის” ფაქტორი და აქტიოვობა ჩვენთან კარგად მუშაობს.”–უთხრა “მთელ კვირას” არჩილ გამზარდიამ.

 

სრული ვერსია, იხილეთ:

http://pco.ge/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90/

Advertisements

One thought on “მერობის მსურველები და მათი შანსები

  1. You know, these fences always look sort of ramshackle to me, but they hold up that#&8217;s for sure. The top photo of the blacksmith is AWESOME. You need to have a print made and frame it. Fantastic – like stepping back in time.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s