“საზოგადოებრივ ცნობიერებაში ივანიშვილი მაინც უფრო “პრემიერი” დარჩა, ვიდრე მთელი ხელისუფლება ერთად ჯამში”

გალერეა

21.02.14 reaqcia 4“მარგველაშვილის “ოპოზიციაში” გადასვლა თეორიულად შესაძლებელია, თუმცა, რამდენად იქნება ეს ივანიშვილისგან დამოუკიდებელი და “ოპოზიციური” – ეს სხვა თემაა”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ გაზეთ “ახალ თაობასთან” ისაუბრა. – “მე ადრევე შევნიშნე, რომ მარგველაშვილი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში დამოუკიდებელი პოლიტიკური პლატფორმის შესაქმნელად ემზადებოდა, თუმცა, რამდენად იქმნება ეს პლატფორმა ივანიშვილისგან დამოუკიდებლად, სხვა თემაა.”

არჩილ გამზარდიას შეფასებით, აქ რამდენიმე ინტერესი იყრის თავს.

ერთი, ეს არის მარგველაშვილის ადგილი და როლი: “მას სჭირდება საიმიჯო მახასიათებლები და ფუნქცია. ის შეიძლება გამოდგეს, როგორც “ფილიალი” მთავარი ძალაუფლისა, ეს ბიზნესკომუნიკაციებში ხშირად ხდება, როდესაც მფლობელი ქმნის ერთი პროფილის რამდენიმე სუბიექტს, მომხმარებელს ჰგონია, რომ ისინი სხვადასხვაა და არჩევანს სხვადასხვა მოტივაციით აკეთებს, თუმცა, შედეგი, რომელსაც მომხმარებელი უქმნის ორგანიზციებს, ერთი მფლობელისათვის იქმნება. ამიტომ სრულიად ლოგიკური იქნება, თუ ივანიშვილი რამდენიმე პლატფორმას შექმნის, სადაც ელექტორატი, როგორც მომხმარებელი, გადანაწილდება, მაგრამ, საერთო ჯამში, მთელი სამომხმარებლო გარემო ერთი პირისგან იქნება მართული.”

ამასთან, ანალიტიკოსი კიდევ ერთ გარემოებას უსვამს ხაზს და ივანიშვილის სხვა შესაძლო ინტერესებსაც ვარაუდობს, რაც გულისხმობს ივანიშვილის “ყოვლისშემძლე ძალაუფლის” იმიჯისგან გათავისუფლებას. “ის სწორედ იმისათვის გადადგა პრემიერის პოსტიდან, რომ პირდაპირ პასუხისმგებლობას მისთვის არ შეეზღუდა ძალაუფლების თავისუფლება. მართალია, გადადგომის შემდეგ მას პირდაპირი პასუხისმგებლობა მოეხსნა, მაგრამ საზოგადოებრივ ცნობიერებაში ივანიშვილი მაინც უფრო “პრემიერი” დარჩა, ვიდრე მთელი ხელისუფლება ერთად ჯამში. ამდენად, ივანიშვილს სჭირდება, როგორმე მოიშოროს “ყველაზე ძალაუფლის” იმიჯი და, შესაბამისად, გამოდის ტექსტით, როგორ არ ემორჩილება მას მარგველაშვილი, როგორ “გაიტანა პრეზიდენტმა თავისი” და როგორი “უძლური” აღმოჩნდა ივანიშვილი და ა.შ. ასეთი საიმიჯო გადანაწილება ორივეს აწყობს, მარგველაშვილსაც და ივანიშვილსაც,” – აცხადებს გამზარდია გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში.

არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ “რაც შეეხება იმ ვარაუდს, შეიქმნება თუ არა “მარგველაშვილის ოპოზიცია”, ეს ცოტა გაუგებარი რამეა, რადგან მარგველაშვილი ქვეყნის პრეზიდენტია და როგორც სააკაშვილის პრეზიდენტობისდროინდელი ოპოზიციონერობა იყო გაუგებარი, ისე ეს უკანასკნელიც, თუმცა, თუ მაინც დავუშვებთ ამას, მაშინ გამოდის, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი და მისი შესაძლო გუნდი პრემიერ ღარიბაშვილის გუნდის ოპოზიცია აღმოჩნდეს. ეს, შესაძლოა, დაახლოებით ისეთი მოდელი იყოს, როგორც “შევარდნაძე”- “აბაშიძის” მოდელი.”

“ჩვენ გვახსოვს, ისინი მუდმივი “მოქიშპეები” ჩანდნენ, მაგრამ საბოლოოდ ერთ “ნავში” აღმოჩნდნენ. თუ მარგველაშვილი ამგვარი ხელოვნური ოპოზიცია გახდება ივანიშვილის ძალაუფლების ფილიალის კუთხით, მაშინ საუბარია იმაზე, რომ მის გუნდში შეიძლება გაერთიანდნენ “რესპუბლიკელები”, “ალასანიას გუნდი” და ა.შ. ამ შემთხვევაში მოხერხდება ის, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ არსებული ძალები არა ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანდნენ, არამედ ივანიშვილის შიგნითვე ანუ მარგველაშვილთან. ასეთი შეიძლება იყოს ივანიშვილის გადანაწილებული ბიზნესმოდელი პოლიტიკურ კომუნიკაციებში,” – განაცხადა ანალიტიკოსმა “ახალ თაობასთან”.

 

წყარო:

http://pco.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94/

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s